2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის მოწვევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 12 საათზე გაიმართება.
საპატრიარქო აღნიშნავს, რომ სინოდის სხდომა წელს მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.
ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ მღვდელმთავრები სხდომაზე.