2 გატაცებული ბოლო 24 საათში - საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ გვირგვინადან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს
2 გატაცებული ბოლო 24 საათში - საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ გვირგვინადან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს.
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეები, ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები ხალხის პრობლემები და უკანონო ბორდერიზაციის პროცესი - ამ თემაზე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 115-ე შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკანონოდ გატაცებულების საქმეები იქნება.
სახელმწიფო უსაფროების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, გუშინ ღამის საათებში დაახლოებით 22:00 საათზე კიდევ ერთი უკანონო დაკავება განხორციელდა. ირაკლი ანთაძე ამბობს იმასაც, რომ დაფიქსირებულია რამდენიმე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტიც.
დღეის მდგომარეობით გვყავს 7 უკანონო პატიმარი, რადგან გუშინ ღამის საათებში დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა კიდევ ერთი უკანონო დაკავება. გარემოებები და დეტალები ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი არ არის. დაკავება მოხდა ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარე ტერიტორიაზე. ბორდერიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებულ სოფელ ქარძმანთან, ასევე ერთი შემთხვევა დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტში სოფელ არწევის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა გუშინ ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე", - ამბობს სახელმწიფო უსაფროების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე.
ცნობისთვის, ამ დრომდე ცხინვალის ციხეში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაატყვევა.