მიზანმიმართული კამპანია აქტიური ქალი დეპუტატების გასაჩუმებლად - ნაცვლიშვილი "ოცნების" თავდასხმაზე

01.11.23 11:28
მიზანმიმართული კამპანია აქტიური ქალი დეპუტატების გასაჩუმებლად - ნაცვლიშვილი "ოცნების" თავდასხმაზე

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ბერაიას და ალუდა ღუდუშაურის გუშინდელი შეურაცხმყოფელი განცხადებები მიზნად ქალი ოპოზიციონერების გაჩუმებას ისახავდა. ოპოზიციის წევრის თქმით, ეს იყო "ოცნების" კამპანიის გაგრძელება, რომელიც პოლიტიკურად აქტიური ქალი დეპუტატების დისკრიმინაციას ემსახურება. 

რაც გუშინ მოხდა, ის სტანდარტიც კი წაშალა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო სპონტანური ან შემთხვევითი ან ემოციური. ეს არის მიზანმიმართული ქალი დეპუტატების, ყველაზე აქტიური დეპუტატების გასაჩერებელი კამპანია, რომელსაც დიდი ხანია ეწევა „ქართული ოცნება“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.