მელიას ფრთა ნიკა გვარამიას ახლანდელ ენმ-ში ვერ ხედავს

01.11.23 11:52
მელიას ფრთა ნიკა გვარამიას ახლანდელ ენმ-ში ვერ ხედავს

 მელიას ფრთა ნიკა გვარამიას ახლანდელ ენმ-ში ვერ ხედავს. ამასთან, ბაჩო დოლიძეს არც გვარამიას მიერ ახალი პარტიის შესაძლო შექმნის იდეა მოსწონს. მათთან კი, ოპოზიციის წევრის თქმით, გვარამიას კომუნიკაცია არ ჰქონია. 

ცალკე პარტიის შექმნის აზრს მე ვერ ვემხრობი. ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხებთან დაკავშირებით. გაცილებით ეფექტურად ყოველთვის გამოსდიოდა პოლიტიკის კეთება ნომრიანი პოლიტიკური პარტიის გარეშეც და დღევანდელ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მისვლა კიდევ მართლა ყველას გაუჭირდება. მე ვერაფერი დავინახე იმის ნიშნები, რომ ცალკე პოლიტიკური პარტიის გაკეთებას ფიქრობდეს, - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

ნიკა გვარამია პოლიტიკაში წასვლას ოფიციალურად  აანონსებს, თუმცა იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე თუ არა, ჯერ არ აკონკრეტებს. პოლიტიკურ გეგმებზე "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ილაპარაკა.  გვარამია აანონსებს, რომ მის პოლიტიკურ განაცხადს შტატებში ვიზიტის დასრულების შემდეგ ოფიციალურად გააკეთებს.