პრემიერი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები ქვეყნის ევროინტეგრაციას "შეუქცევადს" ხდის
პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" მთავარი რეფორმატორია. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები ევროინტეგრაციის პროცესს შეუქცევად ხდის.
ძვირფასო მეგობრებო, ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, უფრო და უფრო შეუქცევადს ხდის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში მივაღწიეთ მაქსიმალურ შედეგს, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა ჩვენი ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.