"ოცნებასთან" შეთანხმებული ფრენები - "ლელო" ხელისუფლებას "ღალატსა და პოლიტიკურ დანაშაულში" ამხელს
ქართული ოცნების მიერ მოღალატეობრივი ნაბიჯი - ასე აფასებს "ლელო-საქართველოსთვის" გენერალური მდივანი " ოკუპანტების მხრიდან "ოცნებასთან" შეთანხმებული ფრენების სკანდალს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ხელისუფლება კრემლის ინტერესებს ატარებს და პირდაპირი ფრენების აღდგენით საქართველოს რუსეთს კიდევ უფრო საშიშად აკავშირებს.
ფრენების აღდგენა რუსეთთან თავიდანვე ნათელი იყო, რომ არ ყოფილა კერძო ინიციატივა, ან ბიზნესმოლაპარაკება, ეს იყო ქართული ოცნების მიერ მოღალატეობრივი ნაბიჯი. რუსეთის დუმის დეპუტატის კალაშნიკოვის აღიარება, სადაც მან ფარცხალაძე ახსენა, როგორც ერთ-ერთი მომლაპარაკებელი და ამ მოლაპარაკებით კმაყოფილი პირი ქართული ოცნება პოლიტიკურ დანაშაულს ჩადის, როცა კრემლის ინტერესებს ატარებს და მათ შეძლეს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენით საქართველო დაუკავშირეს რუსეთს კიდევ უფრო საშიშად", - ირაკლი კუპრაძე.
თბილისი-მოსკოვს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კარასინი-აბაშიძის საუბრის ამსახველი ახალი ჩანაწერი გუშინ გავრცელდა. სატელეფონო ჩანაწერი სავარაუდოდ, 2022 წლის 15 მარტით თარიღდება.
აუდიომასალიდან ირკვევა, რომ სწორედ ამ პერიოდში განიხილებოდა საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენა და ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლური ქვეყნების მხრიდან სანქცირებული და ბლოკადაში მოქცეული რუსეთის ინტერესში შედიოდა.
სატელეფონო საუბრის ჩანაწერს სოციალურ ქსელში "კიბერ კმარა" ავრცელებს.