ზედმეტი არ მოგივიდეთ, შეირგეთ ბერაიას ბოდიში და წესიერად მოიქეცით ! - მდინარაძე ოპოზიციას
"ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, "წესიერად" მოიქცნენ და ირაკლი ბერაიას ბოდიში შეირგონ. სახელისუფლებო გუნდის წევრი ოპონენტების იმ განცხადებებმა გააღიზიანა, რომლის თანახმადაც ისინი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ.
ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა. შეირგეთ ის ბოდიშიც, ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება, რაც იყო გულწრფელი და როცა ქალ დეპუტატებს, ქალებს, სხვას, ქალებით რომ სპეკულირებთ და გენდერული რაღაც ნიშნით რომ აწებებთ ხოლმე, გამოაქვეყნებენ რაღაც შავ სიებში და აქ რომ რაღაცებს გაუშლით წულუკიანს, მაშინ იფიქრეთ, არის თუ არა ეს უფრო მეტი შეურაცხყოფა და მოღალატის ძახილი და ცოტა წესიერად მოიქეცით მართლა, ყველა, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.