„კაცი არ ხარ? ნუ აჯანჯლებ, ბიჭო, გადადექი!" - ელისაშვილი ბერაიას

01.11.23 13:13
„კაცი არ ხარ? ნუ აჯანჯლებ, ბიჭო, გადადექი!" - ელისაშვილი ბერაიას

"კაცი არ ხარ? ნუ აჯანჯლებ, ბიჭო, გადადექი!", - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს.  ოპოზიციონერმა ლიდერმა ირაკლი ბერაიას შეახსენა, რომ "ჯერ კაცები არიან და შემდეგ დეპუტატები". 

„კაცი არ ხარ? ეს სიტყვები რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?! ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო!“,- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელისაშვილს ჯერ დამშვიდებისკენ მოუწოდა, შემდეგ დარბაზი დაატოვებინა.

„დატოვეთ დარბაზი, ემოციებს თუ ვერ იოკებთ. ნერვები დაიოკეთ! „ბიჭოთი“ ლაპარაკი პარლამენტში გთხოვთ არ იყოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.