ოპოზიცია სიძულვილის ენის გაღვივებაში საკუთარ როლს უნდა აცნობიერებდეს - წილოსანი ბერაიას იცავს
"ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ირაკლი ბერაიას იცავს და ოპოზიციას სიძულვილის ენის გაღვივებაში ადანაშაულებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ ბერაიას გადადგომას ვერავინ მოსთხოვს და სურვილის შემთხვევაში ეს მან თავად უნდა გააკეთოს.
ყველა შემთხვევაში, ეს უნდა დასრულდეს და აღარ უნდა განმეორდეს, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ თავად ოპოზიცია ათვითცნობიერებდეს მის როლს ამ სიძულვილის ენის გაღვივებაში და „მონის“ ძახილი, „მოღალატის“ ძახილი, „რუსეთის აგენტების“ ძახილი ნამდვილად არ წაახალისებს იმას, რომ ნორმალური პოლიტიკური კულტურა დაფუძნდეს. თითოეული დეპუტატი არის ხალხის მიერ არჩეული და ყველა სარგებლობს სპეციალური მანდატით, ამიტომ როგორ მოიქცევა დეპუტატი, ეს მასზეა დამოკიდებული და ეს კონკრეტული ფაქტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რა თქმა უნდა, უშუალოდ არ განაპირობებს მათ უფლებამოსილების შეჩერებას, - ამბობს წილოსანი.
31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.