მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ კონკრეტული სასულიერო პირების "ძმური რჩევებს და მითითებს" მისცემენ

01.11.23 14:43
მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ კონკრეტული სასულიერო პირების "ძმური რჩევებს და მითითებს" მისცემენ

ხმაურიანი სინოდის მოლოდინში - მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი ამბობს, რომ სხდომაზე გავლენიან მღვდელმთავრებს სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლებთან კონკრეტული "ძმური რჩევა და მითითება" ექნებათ. 

მისი თქმით, გარკვეულ სასულიერო პირებს ერთგვარად მათ მოქმედებებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ კიდეც, თუმცა მაღალი იერარქი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.  

"მღვდელმთავარი სხვა მაღალი იერარქიის წარმომადგენელია, მაგრამ ძმური მითითება, თხოვნა შეიძლება იყოს. ჩვენთან კარგი ჯანსაღი ურთიერთგაგებაა ასე რომ ჩვენ გვაქვს ძმობა და მეგობრობა. სანამ მისი უწმინდესობა ცოცხალი ბრძანდება და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, უფლებამოსილებას გადაწყვეტს მხოლოდ პატრიარქი", - ამბობს მეუფე ვახტანგი.

2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის მოწვევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 12 საათზე გაიმართება.