როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში - ბრეგაძე

01.11.23 13:30
როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში - ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექიმების შესაბამისი რეკომენდაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას დაუბრუნდება.

როგორც ბრეგაძემ განმარტა, სააკაშვილი სხვა მსჯავრდებულებისგან განსხვავებული არ იქნება.

„რატომ არ გადაგვყავს მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ საკითხზე მრავალჯერ დაისვა კითხვა, ჩვენი პასუხი ერთია - მაშინ, როცა იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან საქართველოში სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, ვგულისხმობ მსჯავრდებულ პატიმრებს, შესაბამისად, გამონაკლისი არც ისაა. როცა იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება. გადაწყვეტილებებს არა ვიზუალის მიხედვით ვიღებთ, არამედ, ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად/ როგორც კი იქნება, ის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, ის მსჯავრდებული პატიმარია, მათ შორის, კლინიკა "ვივამედშიც",- განაცხადა ბრეგაძემ.