საგანგებო თათბირი საპატრიარქოში - ბოდბელი ეპისკოპოსის პირველი ინტერვიუ სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე
ბოდბელი ეპისკოპოსის პირველი ინტერვიუ სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე - საგანგებო შეკრებამდე საპატრიარქოში თათბირი გაიმართა, რომელსაც სხვა მაღალ იერარქებთან ერთად ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობიც (იაკობიშვილი) ესწრებოდა.
გავლენიანი ეპისკოპოსი აშშ-დან საგანგებოდ ხვალ დაგეგმილი სინოდის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდა და მედიასთან ხმაურიანი განცხადებებიც გააკეთა.
გაეზრდება თუ არა უფლება-მოსილება პატრიარქის მოსაყდრე შიოს - "პირველების " კითხვას მეუფე იაკობი კონკრეტულად არ პასუხობს, თუმცა აანონსებს, რომ განსახილველს საკითხებს ეპისკოპოსები სხდომაზე თავადაც წამოჭრიან.
მეუფე იაკობის რისხვა დაიმსახურეს თეოლოგებმაც. რომლებიც სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე ამბობენ, რომ მსჯელობა სავარაუდოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ძალაუფლების გადანაწილებასა და მმართველობის ახალ სისტემაზე იქნება. რჯულის კანონის მცოდნეები არც პატრიარქის გადაყენებას ან გადაყენების მცდელობასაც არ გამორიცხავენ.
დაგიდასტურებთ და მხოლოდ და მხოლოდ პატრიაქრის მტკიცე გადაწყვეტილებით არის მოწვეული სინოდი. არც მეუფე შიოს და არც ჩვენ არცერთს არ გვაქვს უფლება მოვიწვიოთ სინოდი. პატრიარქის გარდა ვერვინ ვერ მოიწვევს.
თეოლოგებს ნუ უწოდებთ მაგათ, შეიძლება დიპლომში უწერიათ, ისაც არ იციან, რომ იცოდნენ კიდევ ხომ...არ იციან თავისებურად განმარტავენ", - ამბობს მეუფე იაკობი.
ამასთან, სინოდის გავლენიანი წევრი ამბობს, რომ საუბრის თემა დიდი ალბათობით მსოფლიოში მიმდინარე პროცესები იქნება.
მსოფლიოში ძალიან არეული სიტუაციაა და ალბათ, ძირითადად მაგაზე გვექნება მსჯელობა. ჩვენთვის მშვიდობაზე მისაღები არაფერი არ არის"- დასძინა მან.