ჩვენი ხელისუფლება გამოირჩევა მხდალი პოლიტიკით რუსეთთან - სამნიძე სკანდალურ ჩანაწერზე

01.11.23 13:39
ჩვენი ხელისუფლება გამოირჩევა მხდალი პოლიტიკით რუსეთთან - სამნიძე სკანდალურ ჩანაწერზე

"რესპუბლიკელების" ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ სკანდალურმა აუდიო ჩანაწერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს ხელისუფლებას არა ფრთხილი არამედ მხდალი პოლიტიკა აქვს რუსეთთან.

სამნიძე ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს ჩანაწერი კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს მთავარ მიზნად ეროვნული ინტერესები.

ის, რომ ასეთი ჩანაწერი გამჟღავნდა და ის, რომ ასეთი ურთიერთობებია, მე არ მიკვირს. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, არა მხოლოდ ფრთხილი პოლიტიკით გამოირჩევა რუსეთთან, არამედ მხდალი პოლიტიკითაც და აბსოლუტურად აცდენილია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ეს ჩანაწერიც კიდევ ერთი დასტურია ამის, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს მთავარ მიზნად ეროვნული ინტერესები". - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თბილისი-მოსკოვს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კარასინი-აბაშიძის საუბრის ამსახველი ახალი ჩანაწერი  გუშინ გავრცელდა. სატელეფონო ჩანაწერი სავარაუდოდ, 2022 წლის 15 მარტით თარიღდება. 

 რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს. 

აუდიომასალიდან ირკვევა, რომ სწორედ ამ პერიოდში განიხილებოდა საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენა და ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლური ქვეყნების მხრიდან სანქცირებული და ბლოკადაში მოქცეული რუსეთის ინტერესში შედიოდა.

სატელეფონო საუბრის ჩანაწერს სოციალურ ქსელში "კიბერ კმარა" ავრცელებს.