მაგას ორივე მხრიდან ვემიჯნები, მაგრამ ბოკუჩავამ უარესი ტექსტი მითხრა - ირმა ზავრადაშვილი

01.11.23 13:39
მაგას ორივე მხრიდან ვემიჯნები, მაგრამ ბოკუჩავამ უარესი ტექსტი მითხრა - ირმა ზავრადაშვილი

"ოცნების" დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, რომ ძალადობას ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდანაც ემიჯნება. საქმე ეხება "ოცნების" დეპუტატების მიერ ქალ ოპოზიციონერებზე თავდასხმას. 

ზავრადაშვილი ამბობს, რომ თინა ბოკუჩავამ მას უარესი ტექსტებით მიმართა. 

მაგაზე ბევრად უარესი ტექსტი მითხრა მე თინა ბოკუჩავამ და იგივე სალომე სამადაშვილმა ქალბატონ რიმას, მაგრამ ამაზე თქვენ რეაგირება არ გქონიათ. ორივე მხრიდან ვემიჯნები მაგას, არც ის არის სწორი და არც ეს არის სწორი. პოლიტიკური დებატები უნდა იყოს ჯანსაღი და შეურაცხყოფას არ უნდა შეიცავდეს, - ამბობს ირმა ზავრადაშვილი. 

31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.

დღეს კი პარლამენტში ოპოზიცია ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს აპროტესტებს. სხდომა ვერ იწყება. ოპოზიციის ნაწილი დარბაზიდან გააძევეს