ქალმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარ ზრდილობას მიხედონ - კობახიძე

01.11.23 13:43
ქალმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარ ზრდილობას მიხედონ - კობახიძე

ქალმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარ ზრდილობას მიხედონ -"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქალ დეპუტატებს მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვინმეს გადადგომა მოითხოვონ.

"ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით. თუკი ვინმე ცდილობს პოლარიზაციას პარლამენტის შიგნით, ესენი არიას სწორედ პირველ რიგში, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. შესაბამისად, მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში საკუთარ ზრდილობას, ეთიკას მიხედონ... ამ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა მიხედონ საკუთარ ზრდილობას, საკუთარ ეთიკურ სტანდარტებს, სადაც სერიოზული ხარვეზები აქვთ" -განაცხადა კობახიძემ .

31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.

დღეს კი პარლამენტში ოპოზიცია ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს აპროტესტებს. სხდომა ვერ იწყება. ოპოზიციის ნაწილი დარბაზიდან გააძევეს