ბერაიას მიერ თანამდებობის დატოვება არასერიოზული მოთხოვნაა - კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად "ოცნების" თავმჯდომარეც აცხადებს, რომ სკანდალში გახვეული ირაკლი ბერაია არ უნდა გადადგეს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან არასერიოზულია.
რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა. მე ასევე ერთი რამ მინდა გითხრათ, როდესაც ეს ადამიანი, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები მათ შორის საუბრობენ, მაგალითად, ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მე მინდა გითხრათ, რომ მათ ამის არავითარი მორალური უფლება არ აქვთ. თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პარლამენტში, ესენი არიან სწორედ ეს კონკრეტული ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, - თქვა კობახიძემ.
31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.
დღეს კი პარლამენტში ოპოზიცია ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს აპროტესტებს. სხდომა ვერ იწყება. ოპოზიციის ნაწილი დარბაზიდან გააძევეს.