„ალბათ, არის განსახილველი საკითხები“ - ანდრეა ჯაღმაიძე სინოდის სხდომაზე
სინოდის საგანგებო სხდომამდე რამდენიმე საათი რჩება, თუმცა რა საკითხს განიხილავენ გავლენიანი ეპისკოპოსები წინასწარ არ ხმაურდება - მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.
„არის ალბათ რაღაც მიზეზები, რის გამოც ახლა დაინიშნა ეს. სულ არის რაღაც საკითხები, რომელიც საჭიროებს რომ სინოდმა განიხილოს“, -განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის მოწვევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 12 საათზე გაიმართება.