ახსნას, რა თქვა! - იაგო ხვიჩია ირაკლი ბერაიაზე
"ახნას, რა თქვა!" - "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ირაკლი ბერაიასგან განმარტებებს ითხოვს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. ოპოზიციის წევრი დაინტერესდა, მსგავსი შინაარსის საუბარი "ოცნების" ქალ დეპუტატებთან ხელისუფლებისთვის ნორმაა თუ არა.
"რომ უნდა გადადგეს ბერაია, ამას რა მიხვედრა უნდა? ჩამირთეთ მაშინ მიკროფონი, თქვენ რომ ლაპარაკობთ მარტო... მიკროფონი ჩაურთეთ დეპუტატებს და ვილაპარაკებთ, "ქართულ ოცნებაში" ეგრე ქალებთან "ბაზარი" მოსულა თუ არა. სხვა მეტი არაფერი. მე ეგრე ველაპარაკო თქვენს ქალებს?.. რა შემთხვევა, კაცო, არ პატიობს ის [თეონა აქუბარდია] უზრდელობას... უნდა გადადგეს, ეს მარტივი ამბავია. ახსნას რა თქვა, "ყველგან ნამყოფი ენა" რას ნიშნავს თქვას კომიტეტის თავმჯდომარემ,- განაცხადა სხდომაზე გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ.
31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.
დღეს კი პარლამენტში ოპოზიცია ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს აპროტესტებს. სხდომა ვერ იწყება. ოპოზიციის ნაწილი დარბაზიდან გააძევეს.