"ოცნებას" ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ვიდრე აბაშიძე-კარასინის ფორმატია - მანჯგალაძე

01.11.23 14:10
"ოცნებას" ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ვიდრე აბაშიძე-კარასინის ფორმატია - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "ოცნებას" ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ვიდრე აბაშიძე-კარასინის ფორმატია.

მანჯგალაძის თქმით, "ოცნება" ოთარ ფარცხალაძის მსგავსი ადამიანებით, მუდმივ კომუნიკაციაში არიან რუსეთთან.

ყურადღების გადამტანი ფორმატია, რომ თითქოს რუსეთთან ჩვენ ამით ვკომუნიცირებთ. ამით ატყუებენ პარტნიორებს, ამით ატყუებენ ქვეყნის შიგნით ხალხს. "ქართულ ოცნებას" ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ვიდრე აბაშიძე-კარასინის ფორმატია. ეს ფორმატი არის ღია, დეკლალირებული ფორმატი, მაგრამ ფარცხალაძის მსგავსი ადამიანებით, მუდმივ კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან. ფარცხალაძე რატომ იყო შერჩეული, ღარიბაშვილის ოჯახის წევრიც არის და ივანიშვილის ოჯახის წევრიც. ამ ჩანაწერმა დაადასტურა ის, რომ მანამდე იყო ეს ყველაფერი შეთანხმებული". - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

თბილისი-მოსკოვს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კარასინი-აბაშიძის საუბრის ამსახველი ახალი ჩანაწერი  გუშინ გავრცელდა. სატელეფონო ჩანაწერი სავარაუდოდ, 2022 წლის 15 მარტით თარიღდება. 

 რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს. 

აუდიომასალიდან ირკვევა, რომ სწორედ ამ პერიოდში განიხილებოდა საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენა და ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლური ქვეყნების მხრიდან სანქცირებული და ბლოკადაში მოქცეული რუსეთის ინტერესში შედიოდა.

სატელეფონო საუბრის ჩანაწერს სოციალურ ქსელში "კიბერ კმარა" ავრცელებს.