ეს იქნება მორიგი ღალატი - კობახიძე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე
"ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს მორიგი ღალატი იქნება.
თუმცა კობახიძე არაფერს არ გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, პრეზიდენტისგან უკვე აღარაფერი უკვირს.
ჩვენ ზურაბიშვილისგან ზოგადად არაფერი გვიკვირს, ის თანდათანობით კვეთს წითელ ხაზებს. არ ვიცი ბოლომდე გადაკვეთს თუ არა ყველა წითელ ხაზს. რა თქმა უნდა, ეს იქნება თეორიულად მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე. მას მხარი დაუჭირა თავის დროზე იმ ამომრჩეველმა, რომლისთვისაც არის პრინციპულად მიუღებელი სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები. მას შეუძლია კიდევ ერთხელ უღალატოს იმ ამომრჩეველს რომელმაც მხარი დაუჭირა, მისგან არაფერი აღარ გვიკვირს, ეს არის მისი საქმე და იმედი მაქვს, რომ მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა ყველაფერია მისგან მოსალოდნელი " ამბობს კობახიძე.
"მთავარი არხის" დამფუძნებლებმა ნიკა გვარამიამ მეხუთე პრეზიდენტს, მესამეს შეწყალებისკენ მოუწოდა.