კარასინი ზურაბიშვილს ლანძღავს - კობახიძე განცხადებას არ აკეთებს
კარასინი სალომე ზურაბიშვილს ლანძღავს - ირაკლი კობახიძე კი ამ ლანძღვაზე კომენტარს არ აკეთებს.
"ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი საქმე არ არის რუსი პოლიტიკოსების განცხადებებში ჩაღრმავება.
"მე არ ვაკეთებ კომენტარს კარასინის განცხადებაზე. ეს არ არის ჩემი საქმე. თქვენ შეგიძლიათ ჩაუღრმავდეთ რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს . ჩემი საქმე არ არის რუსი პოლიტიკოსების განცხადებებში ჩაღრმავება. თქვენ გიყვართ ხოლმე რუსი პოლიტიკოსების განცხადებებში ჩაღრმავება. "ბოდვა" რომ თქვით, თქვენ გაიმეორეთ კარასინის სიტყვა და ჩემი საქმე არ არის კარასინის განცხადებების მიხედვით კომენტარის კეთება. მე ჩემი კომენტარი გავაკეთე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით და გითხარით, რომ მისი შეფასებები არის არაადეკვატური." - ამბობს კობახიძე.
მოსკოვი ისევ საქართველოს პრეზიდენტს ლანძღავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სალომე ზურაბიშვილს ანტირუსული განწყობის გამო აკრიტიკებს და ამბობს რომ ის ბოდავს. კრემლის გაღიზიანება ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუმ, გამოიწვია, სადაც სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილება რუსების ქვეყანაში მასობრივ შემოსვლაზე გამოთქვა.