"ეს იქნება ღალატი" - კობახიძე პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს

01.11.23 14:53
"ეს იქნება ღალატი" - კობახიძე პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ზურაბიშვილი ნელ-ნელა წითელ ხაზებს კვეთს. მისი თქმით, თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ამომრჩევლის ღალატი იქნება. 

რაც შეეხება გვარამიას და სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ ზურაბიშვილისგან, ზოგადად, არაფერი გვიკვირს, ის თანდათანობით კვეთს წითელ ხაზებს, არ ვიცი, ბოლომდე გადაკვეთს თუ არა ყველა წითელ ხაზს. რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე. თქვენ იცით, რომ მას თავის დროზე იმ ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რომლისთვისაც პრინციპულად მიუღებელია სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები. მას შეუძლია კიდევ ერთხელ უღალატოს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას მხარი დაუჭირა, მისგან აღარაფერი გვიკვირს, თუმცა, ვნახოთ, ეს მისი საქმეა, იმედი მაქვს, რომ მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი“, - განაცხადა კობახიძემ.