სააკაშვილის შეწყალება მისი თანამზრახველობა იქნება - მდინარაძე ზურაბიშვილზე

01.11.23 15:16
სააკაშვილის შეწყალება მისი თანამზრახველობა იქნება - მდინარაძე ზურაბიშვილზე

"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, თუ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ისიც მისი თანამზრახველი იქნება. ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ პრეზიდენტისგან არც ეს ნაბიჯი გაუკვირდება. 

სააკაშვილის შეწყალება არის თანამზრახველობა და პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც მან 2003-2012 წლებში აკეთა და არამხოლოდ ამ წლებში, იქ ფიზიკურად შეეძლო და რასაც აკეთებდა გამეორებაც არ მინდა და მას შემდეგ რასაც აკეთებს, საქართველოს წინააღმდეგ დამატებული, ამაზეც პასუხისმგებლობის აღება იქნება. თუ ეს შეუძლია სალომე ზურაბიშვილს მაშინ ალბათ შეიწყალებს, თუმცა გაკვირვებით აღარაფერი აღარ გაგვაკვირვებს, გამორიცხულია,  - ამბობს მამუკა მდინარაძე.