ზარქუას მტკიცებით, სააკაშვილის შეწყალება საზოგადოებაში ესკალაციას გამოიწვევს

01.11.23 15:19
ზარქუას მტკიცებით, სააკაშვილის შეწყალება საზოგადოებაში ესკალაციას გამოიწვევს

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის თავის სიტყვას შეასრულებს და მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. მმართველი პარტიის წევრი ამტკიცებს, რომ  სააკაშვილის გათავისუფლება საზოგადოებაში ესკალაციას გამოიწვევს. 

იმედი მაქვს, ქალბატონი პრეზიდენტი იმ თავის სიტყვებს, რაც "არა და არასდროს", ამ სიტყვების ერთგული იქნება. ეს კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს ესკალაციას საზოგადოებაში დაძაბულობის კერას და ამ ქვეყანას არ სჭირდება დაძაბულობა. პატიმარი სააკაშვილი არის უმძიმეს დანაშაულებებში ეჭვმიტანილი და დადასტურებული შემდეგ, ამიტომ სამართლიანად ზის იქ, სადაც უნდა იჯდეს", - ირაკლი ზარქუა.