"მოღალატეს" რომ დაგიძახებენ, ეს შეურაცხყოფა არაა, პოლიტიკური შეფასებააო - "ოცნებას" ისრები ოპოზიციაზე გადააქვს

01.11.23 15:12
"მოღალატეს" რომ დაგიძახებენ, ეს შეურაცხყოფა არაა, პოლიტიკური შეფასებააო - "ოცნებას" ისრები ოპოზიციაზე გადააქვს

 "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ბერაიას თემით ოპოზიცია ახლა ქულების დაწერას ცდილობს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ხელს ოპონენტებისკენ იშვერს და ამბობს, რომ მათგანაც არაერთი შეურაცხყოფა მოუსმენიათ. 

ის ადამიანები, ვინც გაგრძელებას და პოლიტიკური ქულების დაწერას აპირებენ, მოღალატეებს ეძახიან ადამიანებს. ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებენ, მათ შორის, რაღაც ფაშისტურ და ბოლშევიკურ შავ სიებში რომ მოხვდნენ ქალი დეპუტატები, ქალზე თუ აქვთ მაინც და მაინც აქცენტი, ამას საერთოდ ატარებენ, არაფერს ლაპარაკობენ. „მოღალატე“ რა შეურაცხყოფააო და მათთვის არ არის, ნორმალური ადამიანისთვის, ყველასთვის არის. სამშობლოს მოღალატეს რომ დაგიძახებენ, არ ვამართლებ, პირიქით, დავგმეთ კიდეც, მაგრამ „წამოთხლაშული“ და რაც არ უნდა ასეთი საშინელებები ეძახო ადამიანს, მოღალატე არის ყველაზე მძიმე შეურაცხყოფა, - ამბობს მდინარაძე. 

31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.

დღეს კი პარლამენტში ოპოზიცია ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს აპროტესტებს. სხდომა ვერ იწყება. ოპოზიციის ნაწილი დარბაზიდან გააძევეს.