დმანისის ყოფილ მერს ცეცხლი გაუხსნეს

01.11.23 15:27
დმანისის ყოფილ მერს ცეცხლი გაუხსნეს

სროლა დმანისის ცენტრში  - რამდენიმე წუთის წინ მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს, გიორგი ტატულაშვილს ცეცხლი გაუხსნეს. 

"პირველების" ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა რამდენიმე გასროლას. 

TVPIRVELI.GE დეტალებს არკვევს. 

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი პარტიიდან 2020 წელს გარიცხა.

გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. 2014 წლიდან ამ თანამდებობის დაკავებამდე ის შპს „ნიუ ჰოსპიტალსის“ იურიდიული სამსახურის იურისტი იყო.