ფაშისტები მეტს კი არაფერს აკეთებდნენ - მდინარაძე ზურაბიშვილზე

01.11.23 15:29
ფაშისტები მეტს კი არაფერს აკეთებდნენ - მდინარაძე ზურაბიშვილზე

"ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტს რუსების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და სალომე ზურაბიშვილს ფაქტობრივად ფაშისტებს ადარებს.

მდინარაძე რუსულ ენასაც კი იცავს და ამბობს, რომ ენის გამო ადამიანები ქვეყნიდან არ უნდა გავუშვათ.

ზურაბიშვილმა უნდა მოატყუოს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზეა და იქ ტრიალებს და ჩვენ არც უნდა გავაკრიტიკოთ, იმიტომ, რომ მერე ვიღაცა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა არ გააკრიტიკოს და ისიც აკრიტიკებს და შენც. ეს ლოგიკა რომ არ შემოახვიოთ ქართულ საზოგადოებას, ამიტომ ანტიქართული და ანტიდასავლური განცხადებები არ გავაკრიტიკოთ? როგორ ფიქრობთ? და მათ შორის ის განცხადებები, რასაც ამბობს, რუსულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები გავყაროთო. ენა რა შუაშია, ფაშისტები მეტს კი არაფერს აკეთებდნენ, ამით გამოყოფდნენ ადამიანებს ერთმანეთისგან". - ამბობს მდინარაძე. 

მოსკოვი ისევ  საქართველოს პრეზიდენტს ლანძღავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სალომე ზურაბიშვილს ანტირუსული  განწყობის გამო აკრიტიკებს და ამბობს რომ ის ბოდავს. კრემლის გაღიზიანება ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის  ინტერვიუმ, გამოიწვია, სადაც  სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილება რუსების ქვეყანაში მასობრივ  შემოსვლაზე გამოთქვა.