"ფსიქიკური პრობლემები აქვს" - კობახიძე გვარამიაზე

01.11.23 15:26
"ფსიქიკური პრობლემები აქვს" - კობახიძე გვარამიაზე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას "სერიოზული ფსიქიკური პრობლემები" აქვს.

მისი თქმით, "გვარამია ცდილობს, თავისი დღევანდელი ფსიქიკური პრობლემების გადაფარვას". 

"გვარამია ცდილობს, თავისი დღევანდელი ფსიქიკური პრობლემების გადაფარვას, მას ჰქონდა და დღესაც აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები, სხვანაირად ის იმ ბინძურ საქმიანობაში ვერ იქნებოდა და ვერ იქნება ჩართული, რაშიც დღემდე არის ჩართული. მას ჰქონდა და აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები, ეს არის შემდგარი ფაქტი - საკმარისია მის განცხადებებს მოუსმინო და შესაბამისი დასკვნის გაკეთება არ გაუჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს", - თქვა კობახიძემ.

 გვარამიამ გუშინ, 31 ოქტომბერს TV პირველის ეთერში თქვა: 

 ადამიანს უნდა შეეძლოს იმის აღიარება, რომ მას ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და ის უნდა მივიდეს და იმკურნალოს, კი. მით უმეტეს, როცა ეთერში კომუნიკაცია აქვს ადამიანებთან, ეს შეცდომა მე დავუშვი და არავის ვურჩევ ამ შეცდომის დაშვებას", - თქვა გვარამიამ.