რუსეთისთვის ზურაბიშვილი არასასურველი პერსონა გახდა და ამიტომ ესხმიან თავს - სამადაშვილი

01.11.23 15:47
რუსეთისთვის ზურაბიშვილი არასასურველი პერსონა გახდა და ამიტომ ესხმიან თავს - სამადაშვილი

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ რუსეთისთვის ზურაბიშვილი არასასურველი პერსონა გახდა, რადგან ის ქვეყანაში რუსული ხელისუფლების გამყარების წინააღმდეგია და ამიტომაც ესხმიან თავს.

რუსეთს, ალბათ, მთავარი ამოცანა მაინც ის აქვს, რომ ივანიშვილის რუსული ხელისუფლება გაამყაროს ქვეყანაში, რაც შეიძლება დიდი ხნით. როგორც ჩანს ისინი ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ თვალსაზრისით მათთვის არასასურველი პერსონა გახდა და ამიტომ ესხმიან მას თავს. იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა მისი რუსული ხელისუფლება ნებისმიერ ფასად უნდა, სტატუსიან ან უსტატუსო საქართველოში რუსეთს უნდა, რომ დარჩეს ქვეყნის სათავეში", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

მოსკოვი ისევ  საქართველოს პრეზიდენტს ლანძღავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სალომე ზურაბიშვილს ანტირუსული  განწყობის გამო აკრიტიკებს და ამბობს რომ ის ბოდავს. კრემლის გაღიზიანება ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის  ინტერვიუმ, გამოიწვია, სადაც  სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილება რუსების ქვეყანაში მასობრივ  შემოსვლაზე გამოთქვა.