იქნებ, კარასინის თავდასხმა, მორიგ ჯერზე გახდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საბაბი "ოცნებისთვის" - ბოკუჩავა
ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ არ გაუკვირდება კარასინის თავდასხმა, მორიგ ჯერზე გახდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საბაბი "ოცნებისთვის", რადგან მისი თქმით, სწორედ ასეთი აბსურდული ბრალდებით დაიწყეს სალომე ზურაბიშვილის გასამართლება თავის დროზე.
იქნებ, კარასინის ეს განცხადებები და თავდასხმა მორიგ ჯერზე გახდეს იმპიჩმენტის საბაბი რუსული "ოცნებისთვის". ეს ბუნებრივია ამ ხელისუფლების პირობებში გასაკვირი არ იქნებოდა, იმიტომ, რომ სწორედ ასეთი აბსურდული ბრალდებით დაიწყეს ის რეალური იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც ვიხილეთ ბათუმში და თბილისში. სამაგიეროდ რუსი პროპაგანდისტების ქება დიდებას იმსახურებენ მუდმივად ივანიშვილის მარიონეტები, როგორიც არის ღარიბაშვილი და სხვადასხვა მინისტრები". - განაცხადა ბოკუჩავამ.
მოსკოვი ისევ საქართველოს პრეზიდენტს ლანძღავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სალომე ზურაბიშვილს ანტირუსული განწყობის გამო აკრიტიკებს და ამბობს რომ ის ბოდავს. კრემლის გაღიზიანება ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუმ, გამოიწვია, სადაც სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილება რუსების ქვეყანაში მასობრივ შემოსვლაზე გამოთქვა.