"ქვეცნობიერად თუ ენატრებათ რამე..." - ბექა ოდიშარია ქალ დეპუტატებზე

01.11.23 15:37
"ქვეცნობიერად თუ ენატრებათ რამე..." - ბექა ოდიშარია ქალ დეპუტატებზე

"ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია მიიჩნევს, რომ არც ალუდა ღუდუშაური და არც ირაკლი ბერაია თანამდებობებიდან არ უნდა გადადგნენ.  მმართველი გუნდის წევრი ხელს ისევ ქალ ოპოზიციონერებისკენ იშვერს და წულუკიანისთვის საპროტესტო ბანერის გაშლის ფაქტს იხსენებს. ბერაია ამბობს, რომ შესაძლოა, ქალ დეპუტატებს "ქვეცნობიერად რაღაც ენატრებათ".

ადამიანმა სინანული გამოთქვა. მაგალითად თეა წულუკიანთან დაკავშირებით, მე არ ვიცი როგორ შეიძლება ქალმა, რამე ქვეცნობიერია თუ ენატრებათ რამე, აი ის რუსკი კარაბლთან დაკავშირებული ლოზუნგი მე და შალვა პაპუაშვილს გვეკეთა მაშინ როდესაც ვიყავით ირპენში და ბუჩაში. სამი ქალი რომ გამოიტანს და ქალ მინისტრს ამას გამოუფენს. თუ იქ რა წერია... [თანამდებობიდან არ უნდა გადადგნენ?] არა, არავითარ შემთხვევაში. აი ის პლაკატი ვინც გამოიტანა, რომელსაც ფალოსის სახელი ეწერა რუსულად, ჯერ ისინი გადადგნენ თანამდებობიდან", - თქვა ოდიშარიამ.

31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.

დღეს კი პარლამენტში ოპოზიცია ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს აპროტესტებდა. სხდომა დაგვიანებით დაიწყო. ოპოზიციის ნაწილი დარბაზიდან გააძევეს.