თუ გვინდა სტატუსი მივიღოთ, ივანიშვილმა დაშალოს თავისი კრიმინალური პარტია და დატოვოს საქართველო - ნათელაშვილი
"ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ სტატუსის მიღებამდე რამდენი კვირაა დარჩენილი და იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, საჭიროა, პარლამენტმა გამოაცხადოს თვითდაშლა, დაინიშნოს დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ჩაატარებს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ბიძინა ივანიშვილმა დაშალოს "ქართული ოცნება" და პირადად დატოვოს საქართველო.
ისე განსაჯა ისტორიამ, რომ ბოლო 3 ათწლეულის მანძილზე, მწარე სიმართლე "ლეიბორისტების" და მათ შორის, პირადა თქვენი მონა-მორჩილის სათქმელია ამ ქვეყანაში. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი წყდება, დადის ძალიან ბევრი ჭორ-მართალი. რეჟიმმა, როგორც დაამსხვრია ქართული ოცნებები ყველა მიმართულებებით, ასევე ცდილობს იმსხვერპლოს ევროპული იმედები. მან საქართველო დაალომბარდა კრემლში და სანამ ოლიგარქის აჩრდილი ხელისუფლების სიახლოვეს ტრიალებს, არავითარი ევროპერსპექტივა ჩვენს ქვეყანას არ ექნება. დარჩა რამდენიმე კვირა ვითარების გამოსასწორებლად, რომ კომპასი გასწორდეს. ამისთვის საჭიროა პარლამენტის გამოაცხადოს თვითდაშლა, დაინიშნოს დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ჩაატარებს ახალ საპარლამენტო არჩევნებს. ოლიგარქმა დაშალოს თავისი კრიმინალური პარტია და თავად ივანიშვილმა დატოვოს საქართველო. თუ ამ დარჩენილ კვირებში ეს მოხდება, მაშინ ჩვენს წინსვლას ევროკავშირში წინ ვერაფერი ვეღარ დაუდგება". - განაცხადა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.