როგორ უნდა ისხდეთ ჩუმად, როდესაც უმაღლესი ტრიბუნიდან ქალების ლანძღვას ვისმენთ - ხაზარაძე
როგორ უნდა ისხდეთ ჩუმად, როდესაც უმაღლესი ტრიბუნიდან ქალების ლანძღვას ვისმენთ - ასე ეხმაურება "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტში, ოპოზიციური ქალი დეპუტატების მისამართით გაჟღერებულ ცილისწამებას და შეურაცხყოფას.
ხაზარაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს პოლიტიკა, რომელიც ჩაგვრაზე, ძალადობაზე და უღირსობაზეა აგებული.
საქართველოს შვილები ვართ, რაც ჩვენთვის ნიშნავს ტრადიციებს, ღირსებას, კულტურას, რომელშიც ქართველი კაცი ქალის ღირსების მცველი იყო.
ამ დროს, პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან ვისმენთ ქალების ლანძღვას, შეურაცხყოფას და ბულინგს, რაც ირიბად დასაშვებს ხდის ქალებზე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას და ახალისებს ფემიციდს.
გუშინდელ ინციდენტს შეესწრო არაერთი დეპუტატი სხვადასხვა პარტიიდან. როგორ უნდა ისხდეთ ჩუმად ასეთ დროს?
უნდა დასრულდეს პოლიტიკა, რომელიც ჩაგვრაზე, ძალადობაზე და უღირსობაზეა აგებული". - წერს ხაზარაძე.
31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.
დღეს კი პარლამენტში ოპოზიცია ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს აპროტესტებს. სხდომა ვერ იწყება. ოპოზიციის ნაწილი დარბაზიდან გააძევეს.