როგორ მოახერხეს კლინიკიდან პატიმრებმა გაქცევა? - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება
როგორ მოახერხეს კლინიკიდან პატიმრებმა გაქცევა? - იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის, ზაზა ზარანდიას განცხადებით, საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება.
მისი თქმით, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, ყველა პასუხისგებაში მიეცემა.
„ჯერჯერობით ვერ გეტყვით (ნაპოვნია თუ არა სამი გაქცეული). საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს. დავადგენთ (როგორ გაიქცნენ პატიმრები), გამოძიება ამისთვის არის. ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ყველა პასუხისგებაში მიეცემა", - განაცხადა ზაზა ზარანდიამ.