ჩინეთის საკითხმა ნათელი გახადა დასავლეთში, რომ საქართველოს მთავრობა აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას - ალექსანდრე კრევო-ასათიანი
ჩინეთის საკითხმა ნათელი გახადა დასავლეთში, რომ საქართველოს მთავრობა აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილის, ალექსანდრე კრევო-ასათიანის განცხადებით, მრავალი კითხვა დაისვა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება საქართველო ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი.
მისი თქმით, საუბარი იმასაც შეეხო, რომ ჩინეთი, რომელმაც დელეგაციები ოკუპირებულ აფხაზეთში გააგზავნა, როგორ შეიძლება, რომ მათთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდეს.
ჩვენს ვიზიტს დაემთხვა ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი ვაშინგტონში, ერთი იყო ავსტრალიის პრემიერ მინისტრი, რომელმაც ისაუბრა ჩინელების გავლენებზე წყნარ ოკეანეში და ასევე იყო ჩინეთის საგარეო მინისტრი, რომელსაც ჰქონდა მკაფიო მოლაპარაკებები სახელმწიფო დეპარტამენტთან ვაშინგტონში და ზუსტად ახლა ჩინეთის საკითხმა ზუსტად გააღო ძალიან ბევრი მწუხარების კარი აშშ-ში, კონგრესში, რადგან მთლიანად პოლიტიკური სპექტრი უკვე გაერთიანებულია იმაში, რომ დაკონკრეტდა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური გზა. შარშან შეიქმნა სპეციალური კომიტეტი ჩინეთის ჩინეთის გავლენებზე და გქვონდა შეხვედრები ამ კომიტეტთან,ჩვენ გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა კონგრესმენებთან, ექსპერტთა ჯგუფთან და ყველას ჰქონდა ერთი და იგივე კითხვები, როგორ მოხდა რომ პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საიდუმლოდ ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რადგან ყველას გვეგონა, რომ ჩადიოდა სპორტის ღონისძიებაზე და უცებ, სტრატეგიული პარტნიორი გავხდით ჩინეთის.
კითხვები ჰქონდათ, რომ რატომ ხდება, რომ ამერიკის ნაცვლად, ჩინეთის კომუნისტური პარტია ხდება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ყველას აინტერესებდა, რომ როგორ ხდება საქართველომ ასეთი სტრატეგიული პარტნიორობა მიიღოს რატიფიცირების გარეშე, ასევე ყველას აინტერესებდა როგორ ხდება, რომ ჩინეთი, რომელმაც უზარმაზარი დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებდა საქართველოში სამედიცინო სექტორის წინააღმდეგ პანდემიის დროს. ჩინეთი, რომელმაც გააგზავნა დელეგაციები ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორ შეიძლება, რომ მათთან გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან სტრატეგიული პარტნიორობამ ზუსტად დააკონკრეტა ყველასთვის დასავლეთში, რომ საქართველოს მთავრობა აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას", - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.