ნიკა მელიას ენმ-ს ახალი მენეჯმენტი პასუხობს

01.11.23 17:39
ნიკა მელიას ენმ-ს ახალი მენეჯმენტი პასუხობს

ნიკა მელიას ენმ-ს ახალი მენეჯმენტი პასუხობს. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ მისთვის არაგონივრულია ამ საკითხის წინა ფლანგზე წამოწევა. 

ეს არის საბაბის მიცემა "ოცნებისთვის", რომ ამ დესტრუქციულობაზე ისაუბროს საერთაშორისო პარტნიორებთან და კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ამ თემის აქტუალიზაცია, ძალიან არაგონივრულია". - ამბობს ბოკუჩავა

ენმ-ს გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი კი ამბობს, რომ ნიკა მელიას განცხადებები არ აინტერესებს.

სულ არ მაინტერესებს, ვის მიმართაც დასვა ეს კითხვა, შესაბამისად, იმავე პოსტის ქვეშ კომენტარებს დაუწერენ და გასცემენ პასუხს.

ნიკა მელია ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. ნაცმოძრაობის ექს-თავმჯდომარე "პირველებთან " ინტერვიუში ამბობს, რომ ერთადერთი ფუნქცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანში ოპოზიციას აქვს, ეს "ოცნებისთვის" ლეგიტიმაციის მიცემა და მათი ე.წ. გალამაზებაა.

"მხოლოდ მივლინებების, მანქანების და საწვავის გამო პარლამენტში არ უნდა დარჩეთ" - მელიას ამ განცხადების ადრესატი ნაცმოძრაობა და ყველა ოპოზიციაა.

 

მსგავსი სიახლეები