ჩანაწერებით გათქმული საიდუმლო და ზურაბიშვილზე თავდასხმების მეორე სერია მოსკოვიდან

01.11.23 20:29
ჩანაწერებით გათქმული საიდუმლო და ზურაბიშვილზე თავდასხმების მეორე სერია მოსკოვიდან

 

სალომე ზურაბიშვილი რუსული თემით პარაზიტირებს. თავდასხმების მეორე სერია მოსკოვიდან. გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ბოდვას უწოდებს. საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც მტრის ენაზე ლაპარაკობენ - ამ ფრაზამ მოსკოვი წყობიდან გამოიყვანა. ქალბატონი, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა - ასე აფასებს კარასინი პრეზიდენტის ინტერვიუს და საქართველოს მთავრობის იმედი აქვს, რომ მათაც კარგად ესმით მოსკოვის წუხილი. 

კარასინის გააქტიურება კი იმ ფარულ ჩანაწერებს მოყვა, რომელიც "ქართული ოცნებისთვის" ლუსტრაციის ტოლფასი იყო.  ირაკლი ღარიბაშვილმა  დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე  პასუხს თავი სათადარიგო კარიდან გასვლით აარიდა. ვინც კითხვას ვერ გაექცა ისევ ამტკიცებს, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო და არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა. თუმცა ვერც პრემიერის სპეც წარმომადგენელმა ვერ უარყო, რომ საქართველოს მთავრობის მამხილებელი ჩანაწერები ავთენტურია.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.