ღარიბაშვილს მოგზაურობა 8868 დოლარი დაუჯდა

01.11.23 19:48
ღარიბაშვილს მოგზაურობა 8868 დოლარი დაუჯდა

ღარიბაშვილმა ოჯახის წევრების მოგზაურობაზე 8868 დოლარი დახარჯა - ამის შესახებ პრემიერის დეკლარაციაში წერია.

30 ოქტომბერს გამოქვეყნებული დეკლარაცია პრემიერის 2022 წლის ხარჯებს ასახავს და იქ არ არის ჩანაწერი, რა დაუჯდა ირაკლი ღარიბაშვილის მამას ჩარტერული რეისის დაქირავება, რომლითაც პრემიერი და მისი ოჯახის წევრების საზაფხულო არდადეგებზე ამერიკაში გაემგზავრნენ.

ეს ხარჯი კანონის თანახმად პრემიერმა 2024 წლის დეკლარაციაში უნდა ასახოს.

ასევე ცნობილი ხდება რომ, მშენებარე რეზიდენციისთვის რომელიც ბაკურიანში მდებარეობს, ნუნუ თამზაშვილმა 5182,8  ლარის სამშენებლო მასალა შეიძინა.