გვარამიას პოლიტიკური განაცხადი - სად წავა "მთავარი არხის" ყოფილი დირექტორი
ნიკა გვარამიას პოლიტიკური განაცხადი. "მთავარი არხის" ყოფილი დირექტორი პოლიტიკაში წასვლას საჯაროდ ადასტურებს. დუმილი გეგმებთან დაკავშირებით გვარამიამ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" დაარღვია და არ გამორიცხა, რომ ბრძოლა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად ახალი პოლიტიკური პლატფორმიდან გააგრძელოს. კითხვაზე იქნება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, გვარამია პასუხობს, რომ მისი მოქმედების ამოსავალი სიტყვა არის ახალი და სწორედ ახალი შესაძლებლობებია მისთვის ყველაზე საინტერესო. "მთავარი არხის" ყოფილი დირექტორის გეგმების შესახებ ოპოზიცია უფრო მეტ ინფორმაციას ელოდება, "ოცნება" კი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გააქტიურებას წინასწარ კრახს უანონსებს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.