სამეგრელოში გზები გადაკეტეს, ივანიშივილს ისევ ხეები მიაქვს (ფოტორეპორტაჟი)
სამეგრელოში მოძრაობა პარალიზებულია. ბიძინა ივანიშივლის მაგიური ხეების ტრანსპორტირების გამო, ისევ ელექტროგადამცემი ხაზები დახსნეს. ქუჩაში გამოიყვანეს მუნიციპალური სამსახურები, ისინი გზებს ათავისუფლებენ, რომ დანიშნულების ადგილამდე კენიიდან ჩამოტანილი მაგიური ხეების ჩატანა უპრობლემოდ შეძლონ.
ისევ ჩაგვაბნელებს გზებზე უკუნეთია უყვება - უყვება ადგილიდან პირველებს ერთ ერთი თვითმხილველი.
ამ დროისთვის უცნობია, ივანიშვილს ხეები, ფოთიდან შეკვეთილის რეზიდენციაში მიაქვს თუ ამჯერად თბილისში.
სამი ხე არის რაც დავთვალეთ, ახლა გზაზე, მაგრამ შესაძლოა კიდევ ამზადებენ სხვებსაც, გამოსატანად - უთხრა პირველებს ერთ ერთმა ადგილობრივმა.