"ოცნება" კრიმინალებს ყოველთვის იყენებს არჩევნებისთვის - ლაშა დამენია
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია, გუშინ, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასულ იმ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც დასტურდება, რომ საქართველოში ბიზნესდავებს ქურდები აგვარებენ. დამენიას თქმით, ხელისუფლება უკვე 9 წელია, კრიმინალებთან თანამშრომლობს და მათ საარჩევნოდ იყენებს.
"ქართული ოცნება" მთლიანად შეეზარდა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ყოველთვის იყენებს არჩევნებისთვის და ესეც ამის შედეგია, ისინი აცალკევებენ უკვე რომლებსაც გავლენა აქვთ და რომლებიც არჩევნებში აქტიურად დგანან "ოცნების" გვერდით, იყენებს ყველას, ვინც შეიძლება არჩევნებში გამოიყენოს და მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოში როგორი მდგომარეობა იქნება და რა პრობლემებში იქნება ქვეყანა", - ამბობს დამენია.