"თავისუფლება ირაკლი ბებუას" - პარლამენტთან "ლელო" სოლიდარობის აქციას მართავს

02.11.23 12:02
"თავისუფლება ირაკლი ბებუას" - პარლამენტთან "ლელო" სოლიდარობის აქციას მართავს

თავისუფლება ირაკლი ბებუას - ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტთან სოლიდარობის აქცია იმართება. პარტია ლელო ხელისუფლებისგან მოქმედებას ითხოვს. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში ფიქრობენ, რომ მთავრობა, სოხუმის ციხეში გამოკეტილი უკანონო პატიმრის დასახსნელად ვერაფერს აკეთებს. არსებული ცნობებით ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო მდივანი, ლანა გალდავას თქმით, ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს აქვთ იმის რესურსი, რომ ირაკლი ბებუა გათავისუფლდეს დე ფაქტო ხელისუფლების ტყვეობიდან. გალდავა ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა პროაქტიული ქმედებები და გამბედაობა.

აუცილებლად დე ფაქტო ხელისუფლებებთან გამოიყენოს ფორმალური და არაფორმალური ზეწოლის ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფი ირაკლი ბებუა და ამავდროულად კიდევ 8 ადამიანი, რომლებიც იმყოფებიან, როგორც ცხინვალის ასევე სოხუმის იზოლატორში უმძიმეს პირობებში და არასტანდარტის იზოლატორებში საერთაშორისო მოთხოვნებთან გათავისუფლდნენ. აქვს ამის რესურსი ხელისუფლებას, აქვს რესურსი ძალოვან უწყებებს, საჭირო არის პროაქტიული ქმედებები და საჭიროა გამბედაობა, რომ ეს ხალხი გამოვიხსნათ ტყვეობიდან", - ამბობს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო მდივანი, ლანა გალდავა.

"ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოთო ფარულავას თქმით, მათ სურთ სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადონ ირაკლი ბებუას და იმ ადამიანებს, ვინც საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაშია. ფარულავა ამბობს იმასაც, რომ ამ ეტაპისთვის ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

ირაკლი ბებუა არის სიმბოლო ბრძოლის, გაუტეხელობის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საქართველოს ისტორიაში და ამიტომ ჩვენ "ლელო საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაცია დღეს მოვედით აქ იმისთვის, რომ სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადოთ ირაკლი ბებუას და იმ ადამიანებს, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მიერ არის უკანონო პატიმრობაში და სწორედ ამიტომ დღეს ვიმყოფებით აქ, რომ ამ ადამიანებს გამოვუცხადოთ თანადგომა. როგორც ვიცით ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა", - ამბობს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოთო ფარულავა.

შეგახსენებთ, ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზეთში, კულტურის სახლის წინ აფხაზური დროში დაწვის ფაქტზე.

მსგავსი სიახლეები