საქართველო და ბელარუსი ერთმანეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

02.11.23 12:16
საქართველო და ბელარუსი ერთმანეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველო და ბელარუსი საერთო ინტერესების საკითხებზე ურთიერთობის გაღრმავებისთვის შეთანხმდნენ - ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იგორ ნაზარუკსა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს გიორგი საგანელიძეს შორის შეხვედრა 31 ოქტომბერს გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ბელარუს-საქართველოს შორის დიალოგის აქტუალური საკითხები განიხილეს. მიღწეულია შეთანხმება ორმხრივი ინტერესის საკითხებზე ურთიერთობის გააქტიურების შესახებ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.