დაპირისპირება პარლამენტში - დაჩი ბერაიამ ალეკო ელისაშვილის საცემად გაიწია (ვიდეო)

02.11.23 12:23
დაპირისპირება პარლამენტში - დაჩი ბერაიამ ალეკო ელისაშვილის საცემად გაიწია (ვიდეო)

 

 

დაპირისპირება პარლამენტში - ამ წუთებში ხმაურია მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. 

"ხალხის ძალის" დეპუტატმა დაჩი ბერაიამ ალეკო ელისაშვილის საცემად გაიწია, რა დროსაც მათ შორის მანდატურის სამსახური ჩადგა და "ხალხის ძალის" დეპუტატი გააჩერა. 

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი კვლავ ის შეურაცხმყოფელი განცხადებაა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, სესიაზე, ორი დღის წინ გააკეთა.