დაპირისპირება პარლამენტში - შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა

02.11.23 12:42
დაპირისპირება პარლამენტში - შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა

დაპირისპირება პარლამენტში - შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა.

დაპირისპირების მიზეზი კვლავ ის შეურაცხმყოფელი განცხადება გახდა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, სესიაზე, ორი დღის წინ გააკეთა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, სამარცხვინოა, „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები იმ ფონზე იხილებოდეს, როცა პარლამენტის შესაბამისი კომიტეტს ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს. მან ბერაიას სამარცხვინო უწოდა.

„სამარცხვინო კაცი ხარ, გადადექი!“- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.

თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს დამშვიდებისკენ მოუწოდა. მისი მითითებით მანდატურებმა ალეკო ელისაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

„დატოვეთ დარბაზი, გაძევებული ხართ დარბაზიდან. მანდატურს მივმართავ, დაატოვებინეთ დარბაზი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.