მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე 365 მლნ ლარის ხელფასები გასცა

02.11.23 12:48
მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე 365 მლნ ლარის ხელფასები გასცა

2023 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 365 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია.

როგორც ირკვევა, გაზრდილია შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც, რომლის მიხედვითაც 2023 წლის ინფორმაციით, ჯამურად 1,56 მილიარდის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 258 მილიონი ლარით მეტია.

მთავრობა საჯარო სამსახურში 2026 წლამდე ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით გაზრდას გეგმავს.