შოკისმომგვრელი იყო, ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა უმრავლესობაში, ვინც ბერაიას გააჩერებდა - ბუჩუკური
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური შოკირებულია, რომ პარლამენტში დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა უმრავლესობაში, ვინც ბერაიას გააჩერებდა.
ბუჩუკური ამბობს, მომხდარით შეწუხებულ ადამიანებს ვერ ხედავს უმრავლესობაში.
ვერ ვხედავ შეწუხებულ ადამიანსაც კი. ეს უკვე დიაგნოზია, არაფერს არ აპირებენ. არათუ პოლიტიკაში არ მინახავს მსგავსი ამორალურობა, მსგავსი სახე დაკარგული ქცევა, ზოგადად ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი რაღაც. ბერაიას ამ ამორალურ, ზნედაცემულ საქციელზე მეტად ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, როგორ ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა უმრავლესობაში, ვინც გააჩერებდა" - ამბობს ბუჩუკური.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი კვლავ ის შეურაცხმყოფელი განცხადებაა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, სესიაზე, ორი დღის წინ გააკეთა.