პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ბერაიასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა და მათ მიკროფონი გამოურთო

02.11.23 13:01
პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ბერაიასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა და მათ მიკროფონი გამოურთო

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს, პლენარულ სხდომაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთების საშუალება არ მისცა.

პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებისას განცხადების გაკეთება ორჯერ სცადა ხატია დეკანოიძემ. ასევე, ალეკო ელისაშვილმა, თუმცა პაპუაშვილმა მათ მიკროფონი გამოურთო.

ცნობისთვის, ოპოზიცია ბერაიას დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნას აყენებს.