ბერაიას გადადგომა ძალაშია - აქუბარდია

02.11.23 13:06
ბერაიას გადადგომა ძალაშია - აქუბარდია

თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ირაკლი ბერაიას გადადგომა ძალაშია.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, "ოცნებას" მოუწევს ნახოს, რამდენად წარმატებული იქნება ამ კომიტეტის თავმჯდომარის მუშაობა.

გადადგომა ძალაშია, თუმცა "ქართულ ოცნებას" თუ აწყობს დისკრედიტირებული თავმჯდომარე მათ შეუძლიათ, ნახონ, რამდენად წარმატებული იქნება ამ კომიტეტის თავმჯდომარის მუშაობა. მოცემულობაში სამი ძირითადი მიმართულებაა. ერთი არის, საკომიტეტო მუშაობა, მეორე პარტნიორებისთვის იმ დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც პარლამენტში ჰქონდა ადგილი და მესამე არის სასამართლოს გზა. სამივე მიმართულებას განვიხილავ - ამბობს აქუბარდია.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი კვლავ ის შეურაცხმყოფელი განცხადებაა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, სესიაზე, ორი დღის წინ გააკეთა.