კობახიძე ბერაიას იცავს და ბოდიშს ოპოზიციისგან ითხოვს

02.11.23 13:17
კობახიძე ბერაიას იცავს და ბოდიშს ოპოზიციისგან ითხოვს

ირაკლი კობახიძე ირაკლი თანაგუნდელს იცავს და ბოდიშს ოპოზიციისგან ითხოვს. "ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ბერაიას გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულია.

კობახიძის თქმით, პარლამენტის შიგნით განსაკუთრებულ როლს ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები ასრულებენ, რადგან სწორედ ისინი ლაპარაკობენ ყოველ ჯერზე, ხოლო ოპოზიციონერი კაცი დეპუტატები სულ ჩუმად არიან.

ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა არის აბსოლუტურად არასერიოზული. მან გამოხატა სინანული იმ განცხადების გამო, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა. ახლა არის ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერი. მათ ბევრ რამეზე აქვთ ბოდიში მოსახდელი უმრავლესობის წევრებისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ ღირსება არ ეყოფათ ბოდიშის მოსახდელად. ზოგადად პარლამენტს არ შეშვენის არც შეურაცხმყოფელი განცხადებები, არც ამ მასშტაბის აგრესია, ეს ძალიან სამწუხაროა. პარლამენტის შიგნით განსაკუთრებულ როლს ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები ასრულებენ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, გაგიგიათ მათი ამოღებული ხმა, ისინი არასდროს იღებენ ხმას. ქალი დეპუტატები საუბრობენ ყოველ ჯერზე და უფრო მეტიც, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს". - ამბობს კობახიძე.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი კვლავ ის შეურაცხმყოფელი განცხადებაა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, სესიაზე, ორი დღის წინ გააკეთა.